ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს

ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს

ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოს ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული.

„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების ანაზღაურების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც განცხადებაა შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რათა სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. დარწმუნებული ვარ, უკანა რიცხვით ანაზღაურდება ზარალი, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მიიღო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.

„რა თქმა უნდა, ეს დაბალი ზღვარია და თითქმის, დანაშაულს უტოლდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები