ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში-გიორგი ხატიძე

ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში-გიორგი ხატიძე

ეფექტიანი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.

“უდავოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მეთვრამეტე ადგილზეა.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთაც ჩვენ ქვეყანაში მეტი ინვესტიციების შემოტანა და მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელება სურთ,- განაცხადა ხატიძემ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები