ენმ-ს ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა

ენმ-ს ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში 13 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. 10-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტა.

ცოტა ხნის წინ მოშიმშილეების მოსანახულებლად მივიდა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელიც მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 

ენმ-ს წევრები და აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემთ შიმშილობას გააგრძელებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები