ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტები ახალი წლიდან დენზე გაზრდილ ტარიფს გადაიხდიან. ტარიფის საშუალოდ ერთი თეთრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს, 27 დეკემბერს, სხდომაზე მიიღო.
ცვლილების შემდეგ საყოფაცხოვრებო ტარიფები ასე გადანაწილდა:
- 101-კვ/სთ-მდე – 14,237 თეთრი;
- 101 კვ/სთ-დან 301 კვ/სთ-მდე – 18,213 თეთრი;
- 301 კვ/სთ-ზე მეტი – 22,733 თეთრი.
დღევანდელ სხდომაზევე მიიღო სემეკმა თელასის აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში
კატეგორიები:
ეკონომიკა
მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას“

ჩვენი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს საფუძველს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის-ნიკოლოზ გაგუა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა
