ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს სკანდალურ გადაწყვეტილებას ასაჯაროებს.

ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს სკანდალურ გადაწყვეტილებას ასაჯაროებს.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს სკანდალურ გადაწყვეტილებას ასაჯაროებს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

„დასადგენია ამ ნარკოტიკის წარმომავლობა, ეს არის შეძენილი და რეალიზებული პოლიციის მხრიდან, თუ ეს არის ჩადების რაღაც იარაღი. ამიხსნას შინაგან საქმეთა მინისტრმა რაში გამოიხატება, ამ ადამიანების უდანაშაულობა და როგორ ფიქრობს ის, რომ ხელი დააფაროს მთელ ამ ე.წ. კახელების კარტელს. აუცილებლად უნდა დადგეს გიორგი მღებრიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ მან პირველსავე დღიდან გამოაცხადა, რომ ეს არის სპექტაკლი. 6 თვიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს არის ნამდვილად სპექტაკლი, ოღონდ დადგმული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

საქალაქო სასამართლოს სკანდალური განჩინება ელისო კილაძის შვილის საქმეზე უკვე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა გაასაჯაროვა, მოსამართლე პირდაპირ საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის არაკომპეტენტურ მუშაობაზე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები