ელისაშვილი-„მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო სამარცხვინო და დაასრულა კიდეც თავისი საქმიანობა სამარცხვინოდ, ლარად ივანიშვილისთვის მიწის ჩუქებით შუაგულ ქალაქში“

ელისაშვილი-„მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო სამარცხვინო და დაასრულა კიდეც თავისი საქმიანობა სამარცხვინოდ, ლარად ივანიშვილისთვის მიწის ჩუქებით შუაგულ ქალაქში“

„მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო სამარცხვინო და დაასრულა კიდეც თავისი საქმიანობა სამარცხვინოდ, ლარად ივანიშვილისთვის მიწის ჩუქებით შუაგულ ქალაქში“,-ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

„კალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით 100-დღიანი მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული, ასეთი წესი და კულტურა არის პოლიტიკაში, რომ ახლადარჩეულ ადამიანს პოლიტიკაში არ აკრიტიკებენ, მაგრამ კალაძის რამდენიმე ფრაზას, საკრებულოს საქმიანობის შესაფასებლად გამოვიყენებ.

გვახსოვს წინასაარჩევნოდ, ძალიან აქტიურად ამბობდა ჩემი ყოფილი კონკურენტი კალაძე, რომ ურბანული სუიციდი უნდა შევაჩეროთ, ურბანული გენოციდი, უმსგავსობა უნდა შევაჩეროთ ამ ქალაქში და ბოლოს ვიცი, რომ ნარმანია ჩემი დასაცავი გახდება, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი. ახლა უნდათ ამ ქალაქში მომხდარი ყველა ცოდვა ნარმანიას ჩამოკიდონ და ხელი შეაწმინდონ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები