თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა.
სემეკის დღევანდელი დადგენილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით ძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
წყარო:imedinews.ge
მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი გამოეხმაურა

“ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება”

მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ამცირებს
