ელენე ხოშტარია- ქალაქში უნდა გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა და განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ელენე ხოშტარია- ქალაქში უნდა გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა და განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, ქალაქში უნდა გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა და განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც ხოშტარიამ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში აღნიშნა, მეტროს არსებობა ძალიან კარგი გამოსავალია, თუმცა, უფრო რეალისტურია ავტობუსების პარკის განახლება და ტრამვაის ხაზის გაყვანა. მისი თქმით, ამისთვის ფინანსების მოზიდვა და საერთაშორისო რესურსების მობილიზება მოხდება.

“ჩვენი გეგმაა არა ზოგადად იდეალური, არამედ ის, რაც შესაძლებელია ჩვენს ქალაქში. დღეს გვყავს 500 ავტობუსი, აქედან – მხოლოდ 183-ია ახალი. ჩვენ გვჭირდება 800 ახალი თანამედროვე ავტობუსი და გვჭირდება ტრამვაი. პირველი ხაზის შესწავლა უკვე დაწყებულია. მაღლივიდან ორთაჭალამდე ტრამვაის ხაზი შეიძლება ამ ოთხ წელიწადშივე გავიყვანოთ და სხვა დამატებით ხაზებზეც შეიძლება მუშაობის დაწყება. გარდა ამისა, უნდა დავიწყოთ საბაგიროს გამოყენება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის” – თქვა ხოშტარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები