ელენე ხოშტარია-ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება

ელენე ხოშტარია-ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება

„ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება – რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა. 

„ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის – ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები