“ელემენტარული კულტურა იქონიეთ” – ბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს

“ელემენტარული კულტურა იქონიეთ” – ბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს

“თქვენი ტელევიზია სიცრუის ტელევიზიაა. თქვენი დასმული კითხვებიც ჩემთვის არაფერს წარმოადგენს”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს.

“კითხვა რომ დასვით, კეთილი ინებეთ, პასუხს დაელოდეთ. კეთილი ინებეთ და მაყურებელს პატივი ეცით, ელემენტარული კულტურა იქონიეთ. თქვენი ფურცლები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თქვენი ფურცლები და კითხვები სიცრუეზეა დაფუძნებული. ფარცხალაძეს რაც შეეხება, მასზე გამოძიება გრძელდება. მასზე ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა “, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები