ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა. 163 ქვეყანას შორის საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.
ტერორიზმის გლობალური ინდექსის ანგარიშები 2012 წლიდან ქვეყნდება.
პირველ ექვს ადგილს იკავებს და, შესაბამისად, ტერორიზმის გავლენით შეფასებულია როგორც „ყველაზე მაღალი“: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი და სომალი.
ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები