ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ინტენსიური გადამზადების კურსები დაიწყო.

ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული კერძო სექტორის  წარმომადგენლებისათვის  „ღვინის გიდისა“ და „მომსახურების უნარ-ჩვევების“ სფეროში ტრენინგები გაიმართა.

გადამზადების კურსი ორი დღის განმავლობაში 200-მდე  მონაწილეს ჩაუტარდა.  სემინარებს  განთავსების ობიექტის თანამშრომლები  და ადგილობრივი გიდები დაესწრნენ.  მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ღვინის გიდის“ კურსი  შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ღვინისა და ვაზის ისტორია, თანამედროვე ტენდენციები ქართულ კულინარიაში, ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში და ა.შ.

„მომსახურების უნარ-ჩვევების“  ტრენინგზე კი მონაწილეებს სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, სასტუმროს თანამშრომლების ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა და სხვა თემები გააცნეს.

სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ქალაქებსა და დაბებში გაიმართება.

წლის ბოლომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია1500-ზე მეტი ადამიანის გადამზადებას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური გადამზადების პროგრამა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2 დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანი გადამზადდა. დღეს ტრენინგები უტარდებათ ღვინის გიდებს, თუ როგორ უნდა იყოს ეს პროდუქტი მიწოდებული ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის. ასევე  გადამზადების კურსს გადიან  განთავსების საშუალებების, მათ შორის საოჯახო სასტუმროებს წარმომადგენლები სერვისის ამაღლების მიზნით.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები