ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ სათხილამურო გზით. 2000-მეტრიან სათხილამურო ტრასას  თოვლის საფრქვევი 34 აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს. საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00-მდე იმუშავებს.

დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: ერთი გონდოლის ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 14-კილომეტრიანი  7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის.

დიდველზე სრიალი ღამეც შესაძლებელია – დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ ლედ-განათებები.

კურორტ გოდერძიზე და გუდაურში სათხილამურო სეზონები უკვე გაიხსნა.

მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონი 17 დეკემბერს გაიხსნება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები