ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მომავალ სხდომაზე წარუდგენს

ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მომავალ სხდომაზე წარუდგენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ ეკონომიკაზე.

„საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია არსებული ტენდენციების შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მითითების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზა,” პრევენციის მიზნით, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს.

ეკონომიკა, კორონავირუსი, საკოორდინაციო საბჭო

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები