ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის აეროპორტის შესაძლო გადატანას გამორიცხავს

ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის აეროპორტის შესაძლო გადატანას გამორიცხავს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო დახურვასა და მის სხვა ადგილას გადატანას გამორიცხავს. სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა, ახალი აეროპორტების აშენებას, იგივე სოფელ მერიაში, სამინისტრო ამას სამომავლოდ არ გამორიცხავს.

„მომავალში გამორიცხული არ არის სხვა პროექტების განხილვა, თუმცა ეს მხოლოდ მყარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგად მოხდება”, – ამბობენ სამინისტროში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფრომაცია დღეს გავრცელდა.

ამ ინიციატივაზე მსჯელობას ადასტურებს “ქართული ოცნების”  წევრი უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, განხილვების არსებობას კი აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე.

ცოტნე ანანიძემ უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ეს ინიციატივა ჯერ კიდევ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების დროს გააცნო. დეპუტატი ფიქრობს, რომ აეროპორტის გადატანის შემთხვევაში, აჭარის მთავრობა გზატკეცილს, საინვესტიციო მიმართულებით უფრო მიმზიდველს გახდის.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები