ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება. ამის შესახებ On.ge-ს იმ წყარომ აცნობა, რომელმაც მანამდე შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების თანამდებობების შეცვლისა და ოთხი სამინისტროს გაუქმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია განათლების მინისტრის თანამდებობაზე განიხილება.

ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებაშიცვლილებების პროექტზე მუშაობენ.

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და როდესაც ეს ცვლილებები მომზადდება, ამას პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე ტელეკომპანია იმედს ესაუბრა.

ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში On.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები