ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, გიორგი გახარიას აქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება, თვისებები და კარგად გაუძღვება შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი პრიორიტეტი. ამიტომ გიორგი გახარია ამავე დროს იქნება ვიცე-პრემიერი“, – განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე.
კვირიკაშვილმა სხვა სამთავრობო ცვლილებებიც გააცნო მედიას. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. დიმიტრი ქუმსიშვილს ფინანსთა მინისტრის პოსტზე კი – რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
ენერგეტიკის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ აღარ იფუნქციონირებს და, ბუნებრივ რესურსებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.