„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია”

„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია”

„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია”,-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, NDI-ის მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებს, სადაც გამოკითხულებმა ინფრასტრუქტურული საკითხები მნიშვნელოვნად დაასახელეს.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.
„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ძირითადი მიზანი – ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. უკვე დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.
მიზანია, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩანაცვლდეს ყვითელი ავტობუსები. ასევე, მოგვარდეს საცობების პრობლემა. ეს მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევით, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს, გარემოს დაბინძურება – 42%, საგზაო მოძრაობა – 34% და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 33% დასახელდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები