„ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“-ირაკლი კობახიძე

„ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“-ირაკლი კობახიძე

 

„ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობებისდასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სამოციქულომართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმიმიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება” განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობისხელყოფა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა.

„ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენიდამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ეკლესიაყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები  ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიისყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირადკი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობადა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ  ეკლესიისა და ქრისტიანულიღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა  და ერის წელში გატეხვის მცდელობაყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც.

 1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეშიხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის–  კათალიკოს–პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია,  კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი  106 წლის შემდეგ გამოიღო.  ქართულმა ეკლესიამ აღიდგინაავტოკეფალია და აირჩია კათალიკოს–პატრიარქი,  წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ე, თუმცა ეკლესიისდამოუკიდებლობისთვის  ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია–მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა დაქართული სამღვდელოების მიმართ  რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი  ეკლესიისსაჭეთმპყრობლები – ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II-ე და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე.   ეს ადამიანები არიან ჩვენიეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უფლის ნება იყო, როდესაც ოთხი ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია II ჩაუდგა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება დაგანაცხადა, რომ სწორედ მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოსეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა.

„უფლის ნება იყო, რომ ოთხი ათწლეულის წინ  საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესიილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II-ს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა.

უწმინდესისა და უნეტარესის  ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცისარა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის    ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზეძვირფასის – სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა  დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილურიმიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება.  მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმაქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის საფუძვლიანიცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდადაგვავიწყდეს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებებისმრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღესსწორედ ჩვენი წინაპრების –მამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდადაგვავიწყდეს, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულისდავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩვენ ვერ შევქმნით.

ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი  ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდემოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და  სარწმუნოება. და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენსგვერდით ცხოვრობენ.

არასოდეს უნდა  დაგვავიწყდეს,  რომ  ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისადა  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად.

კიდევ ერთხელ, მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული სასულიერო და საერო პირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, ერთ–ერთ ყველაზე მძიმე  და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვეს“,- განაცხადასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისმოსაყდრე მეუფე შიომ.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობისაღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივიცხოვრება” საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითგაიმართა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები