ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარუდგინა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარუდგინა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ეკატერინე ტიკარაძემ ზურაბ აზარაშვილს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მოადგილეებმა, სსიპებ-ისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები