ეკატერინე ტიკარაძე – უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია

ეკატერინე ტიკარაძე – უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მათი დარიგება უკვე დაწყებულია კლინიკებსა და სასტუმროებში.

„გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მტავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. 300 Bipap high flow, 50 high flow და 500 Bipap. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში, რაც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები