ეკატერინე ტიკარაძე: თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან თანხვედრაში იქნება, მზად ვართ, მოქმედი პროტოკოლი შევცვალოთ და ექიმებს ტესტირება ყოველ შვიდ დღეში ჩავუტაროთ

ეკატერინე ტიკარაძე: თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან თანხვედრაში იქნება, მზად ვართ, მოქმედი პროტოკოლი შევცვალოთ და ექიმებს ტესტირება ყოველ შვიდ დღეში ჩავუტაროთ

“თუ იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან თანხვედრაში, მზად ვართ, შევცვალოთ არსებული პროტოკოლი და ექიმები გადავიყვანოთ ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებითვე, დღეს არსებული პროტოკოლით, მედპერსონალს კორონავირუსზე კვლევა 2 კვირაში ერთხელ უტარდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს საკითხი განხილვის საგნად იქცეს.

„რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, როგორც რისკჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და, თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამას ყველაფერს ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს – ექიმებს აქვთ გაცნობილი ყველა პროტოკოლი. არსებობს გარკვეული ტრენინგი, რომელიც მათ უტარდებათ და სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე, ყველა სტაციონარში. ჩვენ ვაცნობთ ადგილზე მათ ამ პროტოკოლებს. ასევე, ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ  პირადი დაცვის ეს საშუალებები“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები