ეკატერინე ტიკარაძე: ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ეკატერინე ტიკარაძე: ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. კომენდატის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიის გავრცელებაზეა დამოკიდებული.

„ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება მიმდინარეობს. იქედან გამომდინარე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება 22 მაისისთვის საქართველოში, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა, ეს ყოველივე კვლავ დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები