ეკატერინე სირაძე-„საკონსულოში ამ დრომდე არ შემოსულა ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რაიმე სახის დახმარება ესაჭიროებათ“

ეკატერინე სირაძე-„საკონსულოში ამ დრომდე არ შემოსულა ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რაიმე სახის დახმარება ესაჭიროებათ“

„საკონსულოში ამ დრომდე არ შემოსულა ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რაიმე სახის დახმარება ესაჭიროებათ“, – ამის შესახებ აცხადებს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე.

მისივე განმარტებით, ფრანგულ მხარეს მათ საიდენტიფიკაციოდ ჩვენთვის არ მოუმართავს. „როგორც წესი, დაკავების დროს პირებს განუმარტავენ, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი ქვეყნის საკონსულოს დაუკავშირდნენ, თუმცა, არცერთ დაკავებულს ჩვენთვის არ მოუმართავს. ამ დრომდე, მათ საიდენტიფიკაციოდ ჩვენთვის არც ფრანგულ მხარეს მოუმართავს. ასევე, ნაადრევია საუბარი მათი ექსტრადირების საკითხზე, რადგან ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და ჯერ-ჯერობით არ გამართულა სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს. საფრანგეთში დაკავებული საქართველოს 26 მოქალაქიდან ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები