ეკა ბესელიას განცხადებით, თანხმდება კონკრეტული დრო და შესაძლოა, მინისტრს კომიტეტში ნოემბრის ბოლოს მოუსმინონ.

ეკა ბესელიას განცხადებით, თანხმდება კონკრეტული დრო და შესაძლოა, მინისტრს კომიტეტში ნოემბრის ბოლოს მოუსმინონ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, თანხმდება კონკრეტული დრო და შესაძლოა, მინისტრს კომიტეტში ნოემბრის ბოლოს მოუსმინონ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, შს მინისტრის პარლამენტში მისვლა უშუალოდ ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება.
”ეს არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილი. ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს, ასევე საკითხთა ნუსხას მოსმენის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. მინისტრის მოსმენა კომიტეტში შედგება. დასტური გვაქვს. ახლა ვათანხმებთ თარიღს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები