ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.

ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.
მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გზა გაიარა პოლიტიკოსმა.

„თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა – ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკოსმა რა გზა გაიარა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები