ეკა ბესელიამ ხორავამ ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს მიმართა.

ეკა ბესელიამ ხორავამ ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს მიმართა.

უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ხორავამ ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს მიმართა.
„განცხადებების გამო რომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხების დაყენებას ითხოვთ, აი, თქვენ რომ ახლა იხილავდეთ, მაგალითად სხვა როლიდან, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამას აფასებდეთ ამ პოლიტიკურ ჭრილში და არა იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია, ორი გვამი მინდაო რომ იძახდა, ასეთი განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით, ბატონო ოთარ, სხვა როლიდან რომ უყურებდეთ ამ პროცესს. თქვენ ხომ განცხადებების გამო ასამართლებთ ამ ადამიანებს და პასუხისმგებლობას ითხოვთ, ასეთი განცხადებებისთვის რა ტიპის პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდით, იქნებ ესეც იმ პასუხებში მიაყოლოთ და ესეც გვითხრათ, მე სხვა პოლიტიკური არგუმენტი ასეთ ჩამონათვალზე არ და ვერ მექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას ამ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
„ეგ მართლა კონტრასტული შედარებაა, მაგ განცხადებაზე თქვენი გუნდიდან არასდროს არავის ბოდიშიც კი არ მოუხდია და დღეს სრულიად ნეიტრალურ განცხადებაზე, რომელიც საქმიან პროცესში გაკეთდა, ითხოვთ მინისტრების გადადგომას, ხვდებით ხომ, როგორ შეიცვალა ცხოვრება საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები