ეკა ბესელია სასმართლოს მიერ, გოგა ონიანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასმართლოს მიერ, გოგა ონიანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, არ არის დამაჯერებელი ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა.
„სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი, და გამოტანილი არის გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ნიშნავს, რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში და პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, ეს არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ალბათ იმ ძალადობას და ამართლებს იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა“,-განაცხადა ბესელიამ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ”

“ქაოსის მსურველი ძალები ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ, დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში”

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა.
იოსებ ნანოშვილი-საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება
