ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტმა ემოციური და პოლიტიკური დატვირთვა მიიღო. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმჯობესი იქნება, ამ საკითხზე მსჯელობა სამართლებრივი არგუმენტებით გაიმართოს.
„არ მგონია, რომ კანონპროექტის პერსონალურ ჭრილში გადატანა მართებული იყოს. სამწუხაროდ, საკითხის ცოტა უფრო მეტად პოლიტიკური პროცესისკენ წარმართვის მცდელობა იყო და ჩანდა, რომ გარკვეული ძალები ამ საკითხის პოლიტიზებასაც ცდილობენ. ცვლილებების ერთადერთი მიზანია, რეფორმას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებს, მხარდაჭერა ჰქონდეს და მათ დავეხმაროთ, რომ კანონის მხრიდან ისეთი ბარიერები არ შეექმნათ, რომელიც ტელევიზიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის.
ჩვენი ამოცანა ესაა და არც წერტილი ისმება. ამ პროცესს გაგრძელება ექნება და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას წარვმართავთ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენც ვუწუნებთ პრეზიდენტს ლექსიკას“, – აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტი “მაუწყებლობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გეგმავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები