ეკა ბესელია: მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილთან ერთად მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება

ეკა ბესელია: მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილთან ერთად მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა და დასძინა, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილთან ერთად აქტიურად ემზადებიან.
“მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა.
სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა პარტია არამხოლოდ ფრაგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები