ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
„წინასწარი დასკვნის გაკეთება მხოლოდ სულსწრაფობაა, რეალობის დადგენას უშლის ხელს და ჩანს პოლიტიკური ინტერესი. თუკი საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა უნდა იყოს ის, რომ გამოძიებამ იმუშაოს ობიექტურად და მას ამის შესაძლებლობა მიეცეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ გაყალბებული ჩანაწერები, ვის ეკუთვნის და რა მოხდა. ამ ყველაფრის გარეშე ყველა შეფასება არის სუბიექტური. ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მეტად ითხოვს გამოძიების სწრაფად ჩატარებას. პირადად მე, ფაქტად არავის ნათქვამს არ ვიღებ, მით უფრო ფაქტად არ ვიღებ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც არავინ არ იცის ვინ ჩაწერა, რეალურია თუ არა. მე იმ ადამიანების უფრო მიკვირს, ვინც ამას ფაქტად იღებს და დასკვნებს გაუგებარ ჩანაწერებზე აკეთებს“,– განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
