“ეიპიემ ტერმინალსმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვის მისაღებად ხელახალი პროცედურები დაიწყო.

“ეიპიემ ტერმინალსმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვის მისაღებად ხელახალი პროცედურები დაიწყო.

“ეიპიემ ტერმინალსმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვის მისაღებად ხელახალი პროცედურები დაიწყო.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” 2020 წლის 11 თებერვალს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად მიმართა.

კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში,რომელსაც თან ერთვის კომპანიის გენერალური დირექტორის კელდ მოსგაარდ ქრისტენსენის კომენტარიც.

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავისიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები