„Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია.

„Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია.

„Edison Research-ი და Ipsos-ი სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელებია. ესენია ბრენდული ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ამ კვლევების სახელს ატარებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლევას ლევან თარხნიშვილი ატარებს, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და რომელიც არაერთხელ ამხილეს გაყალბების ფაქტებში.

„ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო? უკვე 7 არჩევნებში დადასტურდა, რომ ამ კვლევებს ნული სანდოობა აქვს. მათ მიერ, წინასწარ გამოქვეყნებული კვლევები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – მანიპულაციებითა და ციფრებით, მოსახლეობისთვის განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბება. მთავარი შედეგი 2 ოქტომბერს დაიდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები