ედგარს რინკევიჩსი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში ამ დრომდე იმყოფება

ედგარს რინკევიჩსი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსული სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში ამ დრომდე იმყოფება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩისის განცხადებით, 25 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ლატვია დატოვეს.
თუმცა, როგორც რინკევიჩმა Twitter–ის გვედრზე დაწერა, რუსელი სახმედრო წარმომადგენლობა ამ დრომდე საქართველოში იმყოფება.
„25 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ლატვია დატოვეს. ჩვენ ყველა ლატვიელი დიპლომატის, მეგობრებისა და მოკავშირეების, საერთაშორისო ორგანიზაციების მადლობელი ვართ, რომლებმაც ამისთვის ბევრი იშრომეს. მაგრამ, არასასურველი რუსული სამხედრო წარმომადგენლობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ამ დრომდე იმყოფება. ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – დაწერა ედგარს რინკევიჩმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები