ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს-კახა კალაძე

ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს-კახა კალაძე

ე.წ. სტაიანშჩიკების მხრიდან მძღოლებისთვის კონკრეტული თანხის მოთხოვნა დანაშაულია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა  კალაძემ განაცხადა.
“მარტივი ქმედებაა განსახორციელებელი – თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ასეთ სიტუაციაში ხვდება, უნდა აიღოს ტელეფონი და მიმართოს შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდება რეაგირება. “სტაიანშჩიკები” არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნებაა ადამიანების – თუ უნდათ ფულს გადაუხდიან, თუ უნდათ – არ გადაუხდიან. ეს არის ელემენტარული. არავის აქვს უფლება, მძღოლს კონკრეტული თანხა მოსთხოვოს. ეს არის დანაშაული და მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის სამსახურებს”, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები