ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს.
როგორც „კვირას“ ახალგორის გუბერნატორმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, მისთვის მსგავსი ინფორმაცია ჭორის დონეზე ცნობილია, თუმცა, „დაზუსტებით ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა და საოკუპაციო ძალებმა იციან“.
თინიკაშვილი აღნიშნავს, რომ ახალგორის რაიონში ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მათ „რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, რადგან ისინი ე.წ. საზღვარს გადმოდიოდნენ, ვაჭრობდნენ და ამით ინახავდნენ თავს“.
რაც შეეხება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, თინიკაშვილის თქმით, აქ სრული სიშვიდეა.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები