ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ე.წ. ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

„ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები. მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.

კრიმინალურ მენტალიტეტთან წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები