ძლიერმა ქარმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პრობლემები შექმნა.

ძლიერმა ქარმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პრობლემები შექმნა.
ქარის შესუსტება იწყება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 17:00 საათიდან ქარი 19-24 მეტრი წამში იქროლებს, ღამის საათებში კი კიდევ უფრო მკვეთრად შესუსტდება.

დოდო გვაზავას განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში ღამის განმავლობაში ქარის მთლიანად შესუსტება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქარი არ იქნება საშიში.

“17:00 საათიდან ქარის შესუსტება დაიწყება. საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარი შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთში ჩადგება და მკვეთრად შესუსტებული იქროლებს.

ხვალ, დილით იქნება სუსტი ქარი 5-10 მეტრი წამში, ეს ძალიან სუსტი ქარია”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

ძლიერმა ქარმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პრობლემები შექმნა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები