ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.

ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.

ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონიდან 210 შეტყობინება შევიდა.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სახურავი 60 საცხოვრებელ სახლს გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 57 შეტყობინება შევიდა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები