ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში სტიქიის შესახებ სულ 58 შეტყობინება დაფიქსირდა.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში – 53, ხოლო რეგიონში -5 შემთხვევაა დაფიქსირებული. კერძოდ, თბილისში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, წაიქცა 13 ხე, 2 გარე განათების ბოძი და 10 ელექტროსადენი კი დაზიანდა. გარდა ამისა, დაზიანდა 5 – ავტომობილი, 4 გაზის ცენტრალური მილი, 5- სარეკლამო ბანერი.

ძლიერი ქარის შედეგად, პრობლემები თბილისს გარეთაც შეიქმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის რაიონში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ანალოგიური შემთხვევა მოხდა კახეთშიც, სადაც ძლიერმა ქარმა ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და სახურავი გადახადა.

აჭარაში, ქედის რაიონში, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა. გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა, გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, იმერეთში, წყალტუბოს რაიონში, სადაც გზის სავალი ნაწილი ამ დრომდე ჩახერგილია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები