ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებსა და ძლიერ რეგიონებს-მამუკა ბახტაძე

ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებსა და ძლიერ რეგიონებს-მამუკა ბახტაძე

„ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებსა და ძლიერ რეგიონებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი კუთხეების და ჩვენი რეგიონების უპირატესობის მაქსიმალური გამოყენება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით სამეგრელო უნიკალური კუთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ეკონომიკისთვის.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი. ამის შემდეგ, ფოთის და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება უნიკალური სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში, რომელიც გახდება იმისი გარანტი, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გახდება კონკურენტუნარიანი და ევროპული”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები