ძალოვანმა უწყებამ იტალიაში, ქართველების მიერ ჩადენილი ძარცვის 85 შემთხვევა გამოავლინა.

იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები გერმანიაშიც ყაჩაღობდნენ. ვიდეომასალაში ჩანს ნაქურდალი ნივთები.
ძალოვანმა უწყებამ მათ მიერ ჩადენილი ძარცვის 85 შემთხვევა გამოავლინა. სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერის ოლეგ იაშკოს განცხადებით, კიევში, ტელეარხ „ესპრესოს“ შენობის წინ მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა.
ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება, რომლითაც რვა ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეზღუდებათ, დაბლოკა.
