„ძალოვანები, რომლებსაც სააკაშვილი დაკავებული ჰყავდათ, ნამსახურები იყვნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და გუშინდელი სააკაშვილის გაქცევის დროს, უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა ეს არ გააკეთეს“-იური ლუცენკო
„ძალოვანები, რომლებსაც სააკაშვილი დაკავებული ჰყავდათ, ნამსახურები იყვნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და გუშინდელი სააკაშვილის გაქცევის დროს, უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა ეს არ გააკეთეს“, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა, აქვე დასძინა რომ სააკაშვილს მაინც დააკავებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე. სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინელების ზურგსუკან იმალება, კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს მათ და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს”, – განცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ლუცენკოს თქმით, ძალოვანები შემდეგშიც გააგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხანდახან მათთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე უარის თქმითაც.
“თუმცა სააკაშვილს მაინც დავაკავებთ”, – განაცხადა იური ლუცენკომ.
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს.

როგორ გამოიყურება და რა შესაძლებლობები აქვს სახანძრო თვითმფრინავს, რომელიც უკრაინამ საქართველოს ცეცხლის ჩასაქრობად გამოუგზავნა

მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს, იასინ ალ-რუმიანს შეხვდა.

ჩვენ გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას-მამუკა ბახტაძე
