“ძალიან უხერხულია, რომ “ლელოს“ წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურებულ ოჯახებსა და კრიტიკული მედიის დაფინანსებას შორის”

“ძალიან უხერხულია, რომ “ლელოს“ წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურებულ ოჯახებსა და კრიტიკული მედიის დაფინანსებას შორის”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური „ლელოს“ წარმომადგენლებს ურჩევს, ამ შემთხვევაში მაინც შეიკავონ თავი პოლიტიკისგან დაცლილი განცხადებების გაკეთებისგან და მოქალაქეების საჭიროებებზე იზრუნონ.

„ძალიან უხერხულია, რომ „ლელოს“ წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურებულ ოჯახებსა და კრიტიკული მედიის დაფინანსებას შორის. მე მათ ვურჩევდი, რომ როგორმე, ამ შემთხვევაში მაინც პოლიტიკისგან დაცლილი განცხადება გააკეთონ, ვიწრო პრიზმიდან გათავისუფლდნენ და ფოკუსი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს, რაზედაც საუბარია, ძალიან დადებითი ინიციატივაა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები