“ძალიან სამწუხაროა, რომ ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ერთიან განცხადებებს აკეთებს”

“ძალიან სამწუხაროა, რომ ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ერთიან განცხადებებს აკეთებს”

ძალიან სამწუხაროა, რომ ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ერთიან განცხადებებს აკეთებს და შალვა ნათელაშვილის განცხადებები პირდაპირ ჯდება იმ ნარატივში, რასაც მკაფიოდ აყალიბებს ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა შალვა ნათელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნათელაშილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს.

გავიხსენებ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც მან ამორალური და იდიოტი პიროვნებები უწოდა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელის და რამდენიმე პარლამენტარს. ასეთ დროს ანტიდასავლური განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს და არ უნდა გვიკვირდეს, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ნატო ჩხეიძე და მკაფიოდ პრორუსული ძალები ვითომ პროდასავლურ ძალებთან ერთად სხედან და ერთ პოლიტიკას აყალიბებენ. ეს მკაფიო ანტიდასავლური პოლიტიკაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები