ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს-გიორგი კვირიკაშვილი

ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს-გიორგი კვირიკაშვილი

ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში, კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს.
„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით. ეს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება დღეისთვის დაგეგმილ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, მისი თქმით, სხდომაზე პარტიული საქმიანობის საკითხები იქნება განხილული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები