ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. მას ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები სწორად ვერ გაიგებდნენ-სესიაშვილი

ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. მას ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები სწორად ვერ გაიგებდნენ-სესიაშვილი

ძალიან გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება. მას ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები სწორად ვერ გაიგებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
“საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, ჩემთვის ეს ერთი თემაა. როცა ეს განცხადება წავიკითხე, გამახსენდა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ალყაში მოქცეული ამერიკელები ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენმა ქართველმა ჯარისკაცებმა დ ოფიცრებმა გადაარჩინეს. მათ ალყა გაარღვიეს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცები და ოფიცრები გამოიყვანეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები