”ძალიან გითანაგრძნობთ” – ბიძინა ივანიშვილის პასუხი ვახო ხუზმიაშვილს

”ძალიან გითანაგრძნობთ” – ბიძინა ივანიშვილის პასუხი ვახო ხუზმიაშვილს

ჟურნალისტების ადგილზე შეკითხვას პირიქით დავსვამდი, ვალების არგადახდის შემთხვევაში, როგორ მოახერხა ხელისუფლებასთან ამდენ ხანს თემების დალაგება. რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის ხელფასის გადახდას, მას კიდევ აქვს ბიზნესი, სამშენებლო თუ მანქანების, ეს არ არის ღარიბი კაცი…“, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

”ეს მაგალითი, რაც იბერიის ირგვლივ ხდება, სამწუხაროა. ტელევიზია რომ ქვეყანაში იხურება, ძალიან სამწუხაროა. ის რომ ჟურნალისტებს ხელფასს არ უხდიან, ძალიან მძიმეა. სათაურის ქვემოთ, უცხოელმა შეიძლება მეტი არც წაიკითხოს, გარდა იმისა, რომ ტელევიზია დაიხურა. ერთმნიშვნელოვნად, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, თუ გავარჩევთ შემთხვევას, ყველაფერი პირიქით არის. არა ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, მედია მონოპოლიზირებული ჰყავდა, არამედ პირიქით – ბიზნესმენი აშანტაჟებს ხელისუფლებას. 11-ჯერ გადაუვადეს ვალი. ხვალ რომ დაიწყოს გადახდა, ხვალვე გაუხანგრძლივებენ. როდესაც ახალ ფინანსთა მინისტრთან მოხდა შეხვედრა და კიდევ ითხოვდნენ გადავადებას, დავალიანება მუდმივად იზრდებოდა, არაფერი შემცირებულა. ჟურნალისტების ადგილზე შეკითხვას პირიქით დავსვამდი, ვალების არგადახდის შემთხვევაში, როგორ მოახერხა ხელისუფლებასთან ამდენ ხანს თემების დალაგება. რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის ხელფასის გადახდას, მას კიდევ აქვს ბიზნესი, სამშენებლო თუ მანქანების, ეს არ არის ღარიბი კაცი… ეს ფული ჩემი ფული არ არის. ეს ბიუჯეტის ფულია. პენსიონერებს პენსია სჭირდებათ, ჯარს დაფინანსება… აქ უფრო მეტი კითხვები მიჩნდება. ძალიან გითანაგრძნობთ”, – განაცხადა ივანიშვილმა “იბერიას” ჟურნალისტის ვახო ხუზმიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ. კითხვა შეეხებოდა, რა გააკეთა ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის გადასარჩენად. ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით “იბერიის” თანამშრომლები ქუჩაში არიან დარჩენილები.

ვახო ხუზმიაშვილმა დასძინა, რომ ჯობს სახელმწიფო და ბიზნესი შეთანხმებამდე მივიდნენ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრანიუსის”, “კავკასიას”, “იბერია TV”-ს წარმომადგენლებს ხვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები