ძალიან გაბრაზებული ვარ, რას ყვება? რას ამბობს საერთოდ?! – ივანიშვილი ლევან ყიფიანზე

“ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორ იყო ეს მინისტრი? ის განცხადებები, რასაც აკეთებს პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს, როგორც ეს ჩანაწერები. რას ყვება? რას ლაპარაკობს? რას ამბობს საერთოდ? ჩემს სახელს, თუნდაც მინიშნებით, როგორ ახსენებს? ძალიან გაბრაზებული ვარ“, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
”რაც შეეხება ომეგას საქმეს, შანტაჟით არ გვარდება პრობლემები. ჟურნალისტების ადგილზე შეკითხვას პირიქით დავსვამდი, ვალების არგადახდის შემთხვევაში, როგორ მოახერხა ხელისუფლებასთან ამდენ ხანს თემების დალაგება. რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის ხელფასის გადახდას, მას კიდევ აქვს ბიზნესი, სამშენებლო თუ მანქანების, ეს არ არის ღარიბი კაცი…”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრანიუსის”, “კავკასიას”, “იბერია TV”-ს წარმომადგენლებს ხვდება.
მსგავსი სიახლეები

„მთავრობის წარმომადგენლები ხაიშში ორშაბათს, 6 აგვისტოს ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან“,

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ხელისუფლების და მმართველი პარტიის ვალდებულებაა, კომუნიკაცია იყოს მეტი, რომ მოსახლეობამ ობიექტური სურათი იცოდეს
