ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, უფრო მეტიც, კითხვები დამატებით გაგვიჩნდა-სერგი კაპანაძე

ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, უფრო მეტიც, კითხვები დამატებით გაგვიჩნდა-სერგი კაპანაძე

სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ შსს-სა თუ პროკურატურის წარმომადგენლებთან უფრო მეტი კითხვა გვრჩება, ვიდრე პასუხებს ვიღებთ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს, პროკურატურის წარმომადგენლები გამოკითხეს.
„კომისიამ თბილისის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა დაასრულა, რომლებიც მაშინ თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ. მგონი, რაღაც სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ შსს-სა თუ პროკურატურის წარმომადგენლებთან უფრო მეტი კითხვა გვრჩება, ვიდრე პასუხებს ვიღებთ. დღესაც, სრულიად იგივე შთაბეჭდილება მაქვს. ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. უფრო მეტიც, კითხვები დამატებით გაგვიჩნდა. მაგალითად, საკითხი ისევ და ისევ გარკვეული არ არის, ვერსია, რომელიც პროკურატურას აქვს და იცავდა, საიდან მოდის და რას ეყრდნობოდა. ამ შემთხვევაში მე მ.კ-სთან მიმართებაში დამოკიდებულებას და გ.ბ-თან მიმართებაში არსებულ მტკიცებულებებს ვგულისხმობ. პასუხები ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. დღეს ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა. გუშინ მირზა სუბელიანმა ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მიხეილ შაყულაშვილს არ შეხვედრია, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით კითხვებს აღგვიძრავს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები